შინაარსზე გადასვლა

მცირე ბელტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Belte inter.png
დანიის სრუტეები და ბალტიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი

მცირე ბელტი (დან. Lillebælt) — ბალტიის ზღვისა და კატეგატის სრუტის დამაკავშირებელ სრუტეთაგან დასავლეთი სრუტე კ. ფიუნის, კ. ერეს (აღმოსავლეთი), კ. ალსსა და იუტლანდიის ნახევარკუნძულს (დასავლეთი) შორის. სიგრძე დაახლოებით 130 კმ, მინიმალური სიგანე 0,6 კმ, სიღრმე სამხრეთ ნაწილში 25-35 მ, ჩრდილოეთში 10—15 მ. ზათარში ზოგჯერ იყინება. ბელტი მცირეზე გადებულია სარკინიგზო ხიდი, რომელზეც გადის ჰამბურგ—კოპენჰაგენ—სტოკჰოლმის საერთაშორისო მაგისტრალი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა