მწარა (გვარი)
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
მწარა (Acroptilon) – მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
აერთიანებს 2 ევრაზიულ სახეობას. მათგან მხოხავი მწარა (Acroptilon repens) ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება საქართველოში ქართლსა და გარეკახეთში. იზრდება მინდვრებში, მშრალ ფერდობებზე, გზისპირებსა და საცხოვრებელი ადგილების მახლობლად. ნათესების (ძირითადად ბამბის) სარეველაა.
გვალვაგამძლე და მარილამტანია. თივაში შერეული მწარა შხამიანია, წამლავს ცხვარს, ცხენსა და აქლემს.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 261, თბ., 1984