მწიგნობართუხუცესი
იერსახე
მწიგნობართუხუცესი — მწიგნობართა უფროსი, სამეფო კარის სამდივნოს მეთაური ფეოდალურ საქართველოში. მწიგნობართუხუცესი პირველად X-XI საუკუნეების ძეგლში იხსენიება. დავით აღმაშენებელმა საეკლესიო ფეოდალების თავგასულობის ალაგმვისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მწიგნობართუხუცესობა ჭყონდიდელობასთან შეაერთა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 265.