მწოველი ინფუზორიები
იერსახე
მწოველი ინფუზორიები (ლათ. Suctoria) — უმარტივესთა ქვეკლასი ინფუზორიების კლასისა. ცნობილია 500-მდე სახეობა. მჯდომარე ფორმებია. ცხოვრობენ მტკნარ წყლებსა და ზღვაში. საკვებს მოიპოვებენ განსაკუთრებული საწოვარი საცეცებით — შიგაარხიანი ციტოპლაზმური მილაკებით. გვხვდება პარაზიტული ფორმებიც. მწოველი ინფუზორიების უსქესო გამრავლება შინაგანი და გარეგანი დაკვირტვით ხდება, სქესობრივი კი კონიუგაციის გზით მიმდინარეობს.
ლიტერატურა
- ელიაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 267.