მხატვრის დედის პორტრეტი (ვან გოგი)
მხატვრის დედის პორტრეტი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ავტორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კატალოგი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტიპი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგანე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქალაქი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუზეუმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მხატვრის დედის პორტრეტი — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის მიერ შესრულებული საკუთარი დედის პორტრეტი, რომელიც 1888 წელს ვინსენტმა შავ-თეთრი ფოტოსურათიდან გადახატა. მხატვარი თავად ამბობს, რომ მისი ხელოვნებასთან დაახლოვება მისი დედის, ახალგაზრდა მოყვარული მხატვრის დამსახურება იყო. ოჯახის წევრებთან რამდენიმეწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ვინსენტი დედას რამდენიმე ნახატს უძღვნის, მათ შორის პორტრეტებს, ყვავილებისა და ბუნების სურათრებს, რომლებშიც ვინსენტი თავს უყრის დედის ღირსეულ და ამაყ თვისებებს.
ანა კარბენტუს ვან გოგი მოყვარული მხატვარი იყო, რომელიც ხატავდა ყვავილებს და სხვა მცენარეებს,[1] ძირითადად აკვარელის საღებავებით.[2] ანა დიდი ოჯახიდან იყო, რომელშიც 8 ბავშვი იზრდებოდა და თავადაც 6 შვილი ჰყავდა: ვინსენტი, ანა, ელიზაბეტი, თეო, ვილჰელმი დაკორნელიუსი.[1] ანა ცდილობდა საკუთარი შვილებისთვის ხელოვნება, ხატვა შეეყვარებინა. ვინსენტის ყველაზე ადრეული ნახატები სწორედ დედის ესკიზებისა და ნახატების კოპიოა.[3]
ანას ქმარი, თეოდორუს ვან გოგი, პასტორი (პროტესტანტული ეკლესიის მღვდელი) იყო, რაც მის ოჯახურ პროფესიას წარმოადგენდა. თეოდორუსს კარგი სახელი ჰქონდა და ცნობილი იყო თავისი ქადაგებებით. ისიც, მეუღლის მსგავსად დიდი, 11 შვილიანი ოჯახიდან იყო.[1] ცოლ-ქმარის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ სოფლის საზოგადოებასთან, ხალხი მათ რწმენის სიძლიერით იცნობდა.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 (2001) Vincent Van Gogh: Portrait of an Artist. New York: Delcorte Press, გვ. PT10. ISBN 978-0-307-54874-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Gayford, M [2006] (2008). The Yellow House: Van Gogh, Gauguin, and Nine Turbulent Weeks in Provence. Mariner Books, გვ. 97. ISBN 978-0-618-99058-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Silverman, 150
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted