შინაარსზე გადასვლა

ნადია მურადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Nadia-Murad.jpg
ნადია მურადი ლონდონში გამოსვლის დროს

ნადია მურად ბასი თაჰა (არაბ. نادية مراد; დ. 1993) — ეზიდი ადამიანის უფლებათა დამცველი,[1] ნობელის მშვიდობის ლაურეატი[2] და 2016 წლის სექტემბრიდან გაეროს ადამიანით ვაჭრობისა და ღირსების გადარჩენის პირველი კეთილი ნების ელჩი.[3] 2014 წლის აგვისტოში ის გაიტაცა და ტყვეობაში ჰყავდა ისლამურ სახელმწიფოს.

2018 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ დენი მუკვეგესთან ერთად[4]. იგი პირველი ერაყელია, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა[5].

ბიოგრაფია

2014 წლის აგვისტოში, 21 წლის ნადია მურადი სტუდენტი იყო და ცხოვრობდა სინჯარის პროვინციის სოფელ კოჭოში, ერაყის ჩრდილოეთში, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ეზიდთა სათვისტომოს სოფელს თავს დაესხნენ და მოკლეს 312 მამაკაცი (მათ შორის ნადიას ექვსი ძმა და ნათესავები), ხოლო ქალები მონად წაიყვანეს. იმ წელს ნადია მურადი ერთ-ერთი იყო 5000-ზე მეტი ეზიდ ქალთაგან, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში გადაიყვანა ტყვედ. მას ექცეოდნენ როგორც მონას ქალაქ მოსულში, სცემდნენ და აუპატიურებდნენ, როდესაც იგი ცდილობდა გაქცევას. 2014 წლის ნოემბერში, ნადიამ შეძლო გაქცევა მას შემდეგ, რაც მისმა პატრონმა სახლი ღიად დატოვა.[6] შემდეგ მას დაეხმარა ერთ-ერთი მეზობელი, რომელმაც შეძლო მისი გადაყვანა ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ლტოლვილთა ბანაკში ქალაქ დაჰუკში, ჩრდილოეთ ერაყში, და შემდეგ იქიდან შტუტგარტში.[7][8]

2016 წლის 5 იანვარს, ერაყის მთავრობამ წარადგინა მისი კანდიდატურა 2016 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე, მისი აქტიურობისთვის.[9] ნორვეგიელმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.[10] 2016 წლის 15 სექტემბერს იგი ნომინირებული იყო სახაროვის პრემიაზე სიტყვის თავისუფლებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. A Statement by Nadia Murad and Yazda`s Communication Team on Nadia and Yazda Visit to Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-18. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  2. Mogul, Priyanka. (2016-01-08) Yazidi woman Nadia Murad: Former Isis sex slave could win next Nobel Peace Prize. ციტირების თარიღი: 2016-09-17
  3. carlos.gomezdelcampo. Human trafficking survivor Nadia Murad named UNODC Goodwill Ambassador. ციტირების თარიღი: 2016-09-17
  4. Announcement. The Nobel Peace Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-05. ციტირების თარიღი: 2018-10-06.
  5. Nobel Peace Prize winner Nadia Murad (5 October 2018).
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. http://time.com/4152127/isis-yezidi-woman-slavery-united-nations/
  8. https://broadly.vice.com/en_us/article/every-part-of-me-changed-in-their-hands-former-isis-sex-slave-nadia-murad-speaks-out
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Nadia Murad, Pope Francis among Nobel Peace Prize candidates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2016-09-18.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში თარგი:ნობელის პრემია 2018