ნაზია ღამე
„ნაზია ღამე“ | |
---|---|
Tender Is the Night | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ავტორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | აშშ |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გამოცემის თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მთარგმნელი | მალიკო ხელაშვილი |
გვერდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წინამორბედი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მომდევნო | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ISBN | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნაზია ღამე (ინგლ. Tender Is the Night) — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, რომელიც პირველად 1934 წელს, აშშ-ში გამოიცა. რომანის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ევროპაში მცხოვრები ამერიკელები და მათი ბედი. 1998 წელს ამერიკულმა გამომცემლობამ, Modern Library-მ „ნაზია ღამე“ მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანებს შორის 28-ე ადგილზე დაასახელა.
რომანი ქართულადაც არის ნათარგმნი და იგი ინგლისურიდან მალიკო ხელაშვილმა თარგმნა. 2012 წელს კი გამომცემლობა პალიტრა L-მა რომანი სერიაში „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ შეიყვანა.
სიუჟეტი
მოქმედება ვითარდება ამერიკელი ექიმის, რიჩარდ (დიკ) დაივერის გარშემო, რომელიც მშობლიური ამერიკისგან შორს, საფრანგეთში, ცოლთან ერთად ცხოვრობს. რომანი სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ნაწილში მოთხრობილია დიკის ცხოვრებაში ახალგაზრდა და პერსპექტიული მსახიობის, როზმერი ჰოიკის გამოჩენის შესახებ. როზმერი პირველი დანახვისთანავე შეიყვარებს დიკს. დიკიც მოხიბლულია მისით, თუმცა იგი თავისი ცოლის — ნიკოლის ერთგულია. პირველი ნაწილი როზმერის ამერიკაში დაბრუნებით სრულდება.
მეორე ნაწილის დასაწყისში ავტორი რამდენიმე წლით უკან ბრუნდება და ჰყვება დიკისა და ნიკოლის შეხვედრის შესახებ. ნიკოლი დიდი ქონების პატრონი ახალგაზრდა იყო, თუმცა იგი სულიერად დაავადდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოყო თავი, რომელშიც დიკის მეგობარი, ფრანცი მუშაობდა. დიკი და ნიკოლი სწორედ ფსიქიატრიულში შეხვდებიან ერთმანეთს. დაივერი ნიკოლისთვის ექიმად და შეყვარებულად ერთდროულად იქცევა. ეს ყველაფერი ნიკოლის გამოჯანმრთელებით და მათი ქორწინებით სრულდება.
როზმერის ამერიკაში წასვლის შემდგომ, თითქოს დაივერების ურთიერთობა დალაგდა, დიკმა და ფრანცმა საერთო ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნეს. თუმცა, როცა დიკს მამის გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ იგი იძულებულია ამერიკაში ჩავიდეს, სადაც როზმერის შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ იწყება დიკის პიროვნული რღვევა. იგი იცვლება, ეტანება სასმელს, ფრანცი მას საავადმყოფოდან იცილებს. თავდაყირა დგება დიკისა და ნიკოლის ურთიერთობაც, ერთადერთი, რაც მათ დაშორებისგან აკავებს ეს მათი შვილებია. დიკ დაივერი ნელ-ნელა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ნიკოლს ექიმი აღარ სჭირდება. ამასთან ერთად, მის ღირსებაზე უარყოფითად მოქმედებს ის, რომ ნიკოლი მასზე გაცილებით მდიდარია.
მესამე ნაწილში ნიკოლი დიკს საერთო მეგობართან, ტომი ბარბანთან ღალატობს. ტომი და ნიკოლი მალე გაანდობენ დიკს თავიანთი ურთიერთობის შესახებ. ამ ამბის გაგონებისას დიკს რეაქციაც კი არ აქვს, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ განქორწინება ისედაც გარაუვალი იყო. დიკი და ნიკოლი შორდებიან, ნიკოლი ცოლად ტომი ბარბანს მიჰყვება. რიჩარდ დაივერი კი ამერიკაში ბრუნდება, სადაც თავს მთლიანად საკუთარ საქმეს — ექიმობას უძღვნის.
ლიტერატურა
- Bloom, Harold. F. Scott Fitzgerald. Ed. Pearl James. Broomall, PA: Chelsea House Publishers, 1999. Print. Bloom's Major Short Story Writers.
- Bruccoli, Matthew J., and Judith S. Baughman. Reader's Companion, Tender Is the Night. Illus. Edward Shenton. Comp. Charles Scribner. Columbia: University of South Carolina Press, 1996. Print.
- Bruccoli, Matthew J. (Matthew Joseph), 1931–2008. Composition of Tender Is the Night. [Pittsburgh]: University of Pittsburgh Press, ©1963