ნაღველა
იერსახე
ნაღველა (ლათ. Gentiana) — მცენარეთა გვარი ნაღველასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია. მისი ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი, მილისებრი ან ზარისებრი ყვავილები მარტოულია ან შეკრებილია ნახევრად ქოლგა ყვავილედად, ნაყოფი კოლოფია.
აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. ტყის, სუბალპური და ალპური მცენარეებია.
საქართველოში იზრდება 20-მდე სახეობა. საქართველოს ენდემია უცნაური ნაღველა (ლათ. Gentiana paradoxa), რომელიც აფხაზეთში გვხვდება. იშვიათი დეკორატიული სახეობებიდან აღსანიშნავია ლაგოდეხის ნაღველა (ლათ. Gentiana lagodechiana).
გალერეა
-
ნაღველა Gentiana asclepiadea Schwalbenwurzenzian
-
ნაღველა გაზაფხულის Gentiana verna Frühlingsenzian
-
ნაღველა დიდყვავილა Gentiana clusii Enzian
-
ნაღველა უღერო Gentiana acaulis stengelloser Enzian
ლიტერატურა
- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 334.