ნაცროვანი სოკოები
იერსახე
ნაცროვანი სოკოები (ლათ. Erysiphales) — სოკოების რიგი ჩანთიანი სოკოების კლასისა. შეიცავს 20 გვარის 100-მდე სახეობას; ჩვეულებრივ პარაზიტებია. მრავალუჯრედიანი მიცელიუმი მოთეთრო-მონაცრისფრო ფიფქის სახეით ვითარდება მცენარის სხვადასხვა ორგანოს ზედაპირზე (ექტოტროფული), იშვიათად ფოთლის ძირითად ქსოვილში — მეზოფილში (ენდოტროფული). სოკო იკვებება მიცელიუმის სპეციალური გამონაზარდებით — ჰაუსტორიებით. ნაცროვანი სოკოების უმრავლესობა მშრალ პირობებში ვითარდება. იწვევენ როგორც ველურ, ისე კულტურულ მცენარეთა დაავადებას, რომელიც ჩვენში „ნაცრის“ სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია ვაზის, მარცვლეული კულტურების, გოგროვანების, მუხის, ვაშლის ნაცარი და სხვა.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 341-342.