ნიასა
ნიასა | |
---|---|
ინგლ. Nyasa ან ინგლ. Malawi პორტ. Lago Niassa | |
ტბის თანამგზავრული ფოტო | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | მალავი, მოზამბიკი, ტანზანია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 474 მ |
სიგრძე | 560-580 კმ |
სიგანე | 75 კმ |
ფართობი | 29 600 კმ² |
მოცულობა | 8400 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 1245 კმ |
საშუალო სიღრმე | 292 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 706 მ |
აუზის ფართობი | 6593 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | რუჰუჰუ |
გამომდინარე მდინარე | შირე |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ნიასა იგივე მალავის ტბა (ინგლ. Nyasa ან ინგლ. Malawi, პორტ. Lago Niassa) — ტბა აფრიკაში. მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე. ფართობი შეადგენს 29 600 კმ²-ს. აფრიკაში სიდიდით მესამე ტბაა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით — მერვე. სიღრმით აფრიკის ტბებს შორის მეორეა. ამ უდიდესი ტბის ტროპიკულ წყლებში თევზის არაერთი სახეობა ბინადრობს.
გეოგრაფია
ტბის სიგრძე მერყეობს 560-580 კილომეტრებში, სიგანეში კი ყველაზე ფართო ადგილი 75 კმ-ია. ტბის ზედაპირი მდებარეობს ზღვის დონიდან 472 მეტრ სიმაღლეზე, მისი ფართობი შეადგენს 29 604 კმ²-ს[1], საშუალო სიღრმე 292 მეტრია, მაქსიმალური — 706 მეტრი, ანუ ტბის ყველაზე უფრო ღრმა ადგილები მდებარეობენ ზღვის დონეზე უფრო დაბლა. ტბის საერთო მოცულობაა — 8400 კმ³. ტბის სანაპიროები მდებარეობს დასავლეთ მოზამბიკის, აღმოსავლეთ მალავის და სამხრეთ ტანზანიის ტერიტორიებზე. უდიდესი ჩამდინარე მდინარეა რუჰუჰუ. ტბიდან გამოედინება მდინარე შირე, რომელიც შემდეგ მდინარე ზამბეზს ერთვის[2].
ტბა მდებარეობს ტანგანიკის ტბიდან 350 კმ-ით სამხრეთ აღმოსავლეთით.
ევროპული კოლონიზაცია
პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც ტბის სანაპიროებს მიაღწია, იყო დეივიდ ლივინგსტონი 1859 წელს და უწოდა ტბას „ნიასა“. ამის შემდეგ, სულ მალე, ტბის მიმდებარე ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიამ მიიერთა და შექმნა კოლონია ნიასალენდი, მაგრამ მალე ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელებმა აიღეს კონტროლი.
სახელმწიფო საზღვრები
ტბის უდიდესი ნაწილი მალავის ტერიტორიაზეა მოქცეული. დაახლოებით მეოთხედს ფლობს მოზამბიკი. ტბის მოზამბიკის კუთვნილ ნაწილში მდებარეობს ორი პატარა დასახლებული კუნძული — ლიკომა და ჩისუმულუ, რომლებიც მალავის ეკუთვნის. ამ კუნძულებზე დიდი რაოდენობით ბაობაბი იზრდება.
მალავი თუ ნიასა?
ტბის გეოგრაფიული სახელწოდება დღემდე განსჯის საგანია. მალავი დაჟინებით ითხოვს, რომ ტბას ეწოდოს „მალავის ტბა“, მაგრამ ტანზანია და სხვა ქვეყანათა უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო რუკები ამ ტბას მოიხსენიებენ როგორც „ნიასა“. დავას სახელის შესახებ გეოპოლიტიკური სარჩული აქვს და მომდინარეობს 1964 წლიდან, როდესაც მალავიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ტერიტორია იმ დროისათვის ისევ ნიასალენდად იწოდებოდა.
ტანზანია-მალავის დავა
ტბაზე საზღვრები მალავისა და ტანზანიას შორის დღემდე დავის საგანია. ტანზანია ითხოვს, რომ სახელმწიფო საზღვარმა გაიაროს ტბის შუახაზზე, როგორც ეს გადიოდა 1914 წელს გერმანულ და ბრიტანულ ტერიტორიებს შორის. საპასუხოდ, მალავი ითხოვს ტანზანიის სანაპიროდან ცოტა მოშორებულ, ტბის შიდა წყლებს.
გალერეა
-
ტბაში მდებარე კუნძული ლიკომა
-
კუნძული ტბაში
-
მოზამბიკის სანაპირო
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- http://www.aquaticcommunity.com/cichlid/malawi.php
- http://www.ilec.or.jp/database/afr/afr-13.html Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- https://web.archive.org/web/20080511101010/http://www.unep-wcmc.org/protected_areas/data/wh/lakemal.html
- სასაზღვრო დავა ტანზანია-მალავის შორის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მალავის ტბის ენდემური სახეობები
სქოლიო
- ↑ Malawi Cichlids. AC Tropical Fish. Aquaticcommunity.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
- ↑ Lake Malawi. World Lakes Database. International Lake Environment Committee Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted