შინაარსზე გადასვლა

ნიგოითის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack ნიგოითის ბრძოლა 1854, შუხუთფერდის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ბრძოლა გაიმართა 1854 წლის 20 მაისს, გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში და რუსეთის იმპერიის ძალების გამარჯვებით დასრულდა.

წინაპირობა

1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა. სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ჰასან-ბეგ თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია — კაჟიანი თოფებით.

ბრძოლა

სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი და 11 აპრილს დაიკავა ოზურგეთი. იმავე წლის მაისში სელიმ-ფაშამ ჰასან ბეგ თავდგირიძეს, რომელიც თავისი ჯარით შეკვეთილში იდგა, უბრძანა განედევნა ნიგოიეთის ქედზე მდგომი გურიის რაზმი. თავდგირიძე დაიძრა შეკვეთილიდან ნიგოითისკენ. განვლო გურიანთა, ბაილეთი, აკეთი, მამათი და ლანჩხუთი. წინააღმდეგობა არსად შეხვედრა, გურიის ჯარი შეგნებულად იყო უკანდახეული.

თავდგირიძემ შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსეთის იმპერიის რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს აზნაურებმა გოგია კუპრაძემ, ერასტი ჭყონიამ და მისმა ძმებმა, ლანჩხუთის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდლებმა სოფრომ ჯაშმა, ნიკოლოზ და გაბრიელ კანდელაკებმა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა — 600.

ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა.

ნიგოითის ბრძოლა ხალხურ კულტურაში

ნიგოითის ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში „ხასანბეგურა“. ბრძოლაში მონაწილე თუშების და მათი ლიდერის, ივანე ელიზბარიძის შესახებ გამოთქმულია თუშური ხალხური ლექსი.[1]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. „თუშური ლექსები“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 56-57.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:რუსეთ-ოსმალეთის ომების ბრძოლები