ნიკობარის კუნძულები
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Nicobar_Islands.jpg/300px-Nicobar_Islands.jpg)
ნიკობარის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, ბენგალის ყურესა და ანდამანის ზღვას შორის. კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის შემადგენლობაში შედის. ფართობი 1,6 ათასი კმ². სიმაღლე 642 მეტრამდე. უმთავრესად აგებულია ფიქლებითა და ქვიშაქვებით, პატარა კუნძულები კი მარჯნის კირქვებით. ჰავა სუბეკვატორული მუსონურია. ნალექები 2200-3200 მმ წელიწადში. სამხრეთ კუნძულებზე მარადმწვანე ტროპიკული ტყეებია, ჩრდილოეთ კუნძულებზე მაღალბალახოვანი მდელოები. კუნძულებზე გაშენებულია ქოქოსის პალმის პლანტაციები, განვითარებულია თევზჭერა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 429.