ნიკოლოზ ბერძნიშვილი
ნიკოლოზ ბერძნიშვილი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მშობლიური სახელი | რუს. Николай Бердзенов |
დაბადების სახელი | ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი. |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) (დ. 16 სექტემბერი [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], 1829, სოფ. არდონი, ახლანდელი ჩრდილოეთი ოსეთი ― გ. 1874, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“, რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა — „თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით“ (1870) და გამოკვლევა (რუსულ ენაზე) „სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში“ (1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864–1874 წლებში იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის „აქტების“ შედგენაში. საყურადღებოა "კავკაზში" 1857–1859 წლებში გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ბერძნიშვილი ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნული თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვა.
ლიტერატურა
- ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974;
- Бакрадзе Д. З., Бердзенов и его литературная деятельность, Тфл., 1874;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 337.