ნიკოლოზ ჯანაშია
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ნიკოლოზ ჯანაშია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | ნიკოლოზ (ლაშა) სიმონის ძე ჯანაშია |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, არმენოლოგი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოცენტი; აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შვილი. |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | თინათინ ჯანაშია |
შვილ(ებ)ი | თამარ ჯანაშია, სიმონ ჯანაშია, |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნიკოლოზ (ლაშა) სიმონის ძე ჯანაშია (დ. 18 ნოემბერი, 1931, თბილისი — გ. 7 სექტემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, არმენოლოგი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოცენტი (1970). აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შვილი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი (1954) და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1957). 1957-1970 წლებში მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში. 1970-1982 წლებში იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არჩეული იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების სწავლულ მდივნად, ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრად და მთავარი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილედ, ჟურნალ „ცისკრის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრად. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კალისტრატე და ნინო სალიების ბიბლიოთეკის ჩამოტანა და ხელნაწერთა ინსტიტუტში კ. სალიას სახელობის კაბინეტის დაარსება.
ნ. ჯანაშიას სამეცნიერო მემკვიდრეობა (50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 3 მონოგრაფია) ეძღვნება საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის სომხური წყაროების შესწავლის, ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებს. აღსანიშნავია „შუშანიკის წამებისადმი“ მიძღვნილი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათის მონოგრაფია (1980). ამავე საკითხებზე ჰქონდა მომზადებული სადოქტორო დისერტაცია, რომლის დაცვა არ დასცალდა. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მე-2 ტომის თანაავტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
- „ლაზარე ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ“ (მონოგრაფია), თბ., 1962; Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- „ქართლი IV-V საუკუნეებში“, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
- „მრავალთავი“, X, თბ., 1983, გვ. 300-302
- „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები“, თბ., 1986; Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- „შუშანიკის წამება“, თბ., 1988. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- ჟორდანია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 537.