ნინევია
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ნინევია (ასურულ-აქადურად: ნინუა) — ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობდა მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ მოსულის ადგილას.
მის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებში, ქალაქად კი გადაიქცა ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. აქ ძვ. წ. XVIII საუკუნეში ღვთაება იშთარის ტაძარი ააგო შამშიადად I-მა. ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებში ნინევია დაიმორჩილა მითანის სახელმწიფომ. ძვ. წ. VIII საუკუნეში მეფე სინახერიბის დროს დაიწყო ქალაქის გეგმის ჩამოყალიბება. მას შემოავლეს 4 კმ სიგრძის გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა 15 ჭიშკარი. ცენტრალური ქუჩის სიგანე 26 მეტრი იყო.
ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა მეფის სასახლე, განახლდა იშთარის, ხოლო ახლად აიგო ღვთაება ნაბუს ტაძარი. მეფე ასურბანიფალის დროს, მისივე ბრძანებით ნინევიაში შეიქმნა იმ დროისთვის უდიდესი და უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა 30 ათასი ლურსმულად ნაწერი თიხის ფირფიტა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონის მეფე ნაბუფალასარისა და მიდიის მეფე კიაქსარის გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია. ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.
XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად შეისწავლეს სინახერიბისა და ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 438.
რესურსები ინტერნეტში
- ჯოან ფარჩკ-ბაჯალის სურათები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- John Malcolm Russell, "მოპარული ქვები: ნინევიის თანამედროვეობა" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ნინევიის გვერდი ბრიტანეთის მუზეუმის ვებგვერდზე.
- კალიფორნიის უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთკა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ისტორია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted