ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის აღდგომის ტაძარი
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის აღდგომის ტაძარი | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის აღდგომის ტაძარი (რუს. Воскресенский собор Воскресенского Новодевичьего монастыря) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე, სანქტ-პეტერბურგის მოსკოვის რაიონში, ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
ხუთთავიანი, ორსართულიანი აღდგომის ტაძარი ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის არქიტექტურული დომინანტია. ტაძრის სიმაღლეა დაახლოებით 50 მეტრი.
ტაძარი შენდებოდა 1849-1861 წლებში არქიტექტორების ნიკოლაი ეფიმოვისა და ნიკოლაი სიჩიოვის პროექტის მიხედვით რუსულ-ბიზანტიურ სტილში და ჩამოჰგავს XV საუკუნის ვლადიმირ-სუზდალის ტაძრებს. ტაძარში შესასვლელი მდებარეობს მაღალ თაღოვან კარიბჭეში, რომელიც გადის მოსკოვის პროსპექტზე. ტაძრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადები გაფორმებულია დეკორაციული თაღებით. ტაძარს ამშვენებს მოოქროვილი ხახვისებური ხუთი გუმბათი. ოთხ პატარა გუმბათზე განთავსებულია ზარები.
ტაძრის შიგნით განთავსებულია ხუთი საკურთხეველი: ცენტრალური საკურთხეველი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, მარჯვენა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხენა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, ქოროს მარჯვენა ყველაწმინდის სახელზე, ხოლო მარცხენა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
1874-1875 წლებში არქიტექტორ გ. კარპოვის პროექტის მიხედვით ტაძრის სარდაფში ამოაშენეს კიდევ ერთი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს თეოდოსი იღუმენისა და გრიგოლ საკვირველთმოქმედის სახელზე. მოხატულობა შეასრულეს მონასტრის მხატვრებმა და მონაზვნებმა. ღვთისმშობლის მიძინების ეგვტერში დაცულია სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოხატა იღუმენია თეოფანიამ და ითვლება სასწაულმოქმედად.
ტაძარი დახურეს 1932 წელს. 1996 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის რეკონსტრუქცია.
რესურსები ინტერნეტში
- Официальный сайт Воскресенского Новодевичьего монастыря Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted