შინაარსზე გადასვლა

ნუგზარ შატაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ნუგზარ შატაიძე (დ. 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 10 თებერვალი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ბიოგრაფია

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. დედა — ელენე, ხიზამბარელების ოჯახიდან იყო; მამა — ვახტანგ შატაიძე; მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი, შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

არის მრავალი მხატვრული (გაღმა ნაპირი და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

გამოცემული წიგნები

  • მოთხრობები, თბ. მერანი, 1979
  • მოლხინო, თბ. მერანი, 1986
  • სოფლის ძველი სახლი (მოთხრობები), რედ.: ლია არაბიძე, თბ. მერანი, 1990
  • ელიქარი (მოთხრობები), რედ.: ნინო ახალკაცი; მხატვარი გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 1996
  • ხელეური, რედ.: გივი ალხაზიშვილი, მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, თბ. მერანი, 1998
  • მოთხრობები, რედ.: დათო აბულაძე ; მხატვარი ზურაბ მიმინოშვილი, თბ. საარი, 2001, ISBN 99928-39-28-7
  • ნოემბრის წვიმა (ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები), რედ.: ელისაბედ ყვავილაშვილი ; მხატვარი კარლო ფაჩულია, თბ., 2004
  • ევროპაში რა მინდოდა, რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. არეტე, 2004, ISBN 99940-810-6-3
  • პურის მოთხრობა, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-30-48-5
  • ტრამვაი N7 (მოთხრობები; რადიოპიესები), რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. საარი, 2005, ISBN 99940-29-60-6
  • გაღმა ნაპირი (მოთხრობები), სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე, თბ. პალიტრა L, 2010, (ქართული პროზის საგანძური, ISSN 1987-8850 ; ტ. 31), ISBN 978-9941-413-94-2
  • შეხვედრა (რჩეული), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2010, ISBN 978-9941-9141-5-7

სცენარის ავტორი

რადიოდადგმები

  • მეკვლე
  • დაჭრილი წერო
  • დაბრუნება

გადაღებულია ფილმებში

პრიზები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში