შინაარსზე გადასვლა

ოთარ ქორქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ქორქია
ფაილი:Otar Korkia.jpg
ოთარ მიხეილის ძე ქორქია
თარგი:სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
ცენტრალური თავდამსხმელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა Script error: No such module "Separated entries".
სიმაღლე 190 სმ
კარიერის ისტორია
1943–1946 დინამო ქუთაისი
1947–1958 დინამო თბილისი

ოთარ მიხეილის ძე ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]

ბიოგრაფია

1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[2] იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი,[3] ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი.[4] თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა[5] და მედლებით. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).

მიღწევები

ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1952 (ჰელსინკი)
ევროპის ჩემპიონი
  • 1st 1947 (ჩეხოსლოვაკია)
  • 1st 1951 (საფრანგეთი)
  • 1st 1953 (საბჭოთა კავშირი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1955 (უნგრეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
  • 1st 1949, 1951
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1950, 1953, 1954
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის თასი
  • 1st 1949, 1950

ძირითადი შედეგები

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი დროშა: უნგრეთი უნგრეთი, ბუდაპეშტი ევროპის ჩემპიონატი 1955 ესკიზის შექმნის შეცდომა:
კალათბურთი საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი, მოსკოვი ევროპის ჩემპიონატი 1953 1st
კალათბურთი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, პარიზი ვროპის ჩემპიონატი 1951 1st
კალათბურთი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია, პრაღა ევროპის ჩემპიონატი 1947 1st
კალათბურთი დროშა: ფინეთი ფინეთი, ჰელსინკი ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 2nd

ლიტერატურა

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

რესურსები ინტერნეტში

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

სქოლიო

  1. სიმონიშვილი, ვაჟა. (17 იანვარი, 2019) დაუჯერებელი გმირობის ამბავი: რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები?. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  2. გუგუშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 550.
  3. ჰელსინკი 1952. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (25 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  4. ოთარ ქორქია — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-07-04.
  5. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 16.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted