ონიქსი (მდინარე)
ონიქსი (მდინარე) | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ქვეყანა | ანტარქტიდა |
სათავე |
ბრაუნუორთის ტბა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 30 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
link=commons:Category:{{{Commons}}} [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ონიქსი (მდინარე)]] ვიკისაწყობში |
ონიქსი — ანტარქტიდის ყველაზე გრძელი მდინარე. მდებარეობს ვიქტორიას მიწის რაიტის ხეობაში, მაკ-მერდოს მშრალ ველებზე, რომელიც ხასიათდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში უთოვლობით, მზის ინსოლაციის დიდი დონით და საკმაოდ მაღალი ზაფხულის ტემპერატურით. მდინარის სიგრძეა დაახლოებით 30 კმ. ჩაედინება ვანდას ტბაში.
მდინარეში წყლის დონე განიცდის დღიურ და სეზონურ ძლიერ ცვალებადობას. ონიქსს აქვს რამდენიმე შენაკადი და მოედინება მხოლოდ გვიანდელი ანტარქტიდული ზაფხულის პერიოდში (თებერვალი, მარტი). დანარჩენი დროის განმავლობაში მდინარის დინება პრაქტიკულად არ არსებობს. ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში მდინარე ვერ აღწევს ვანდას ტბას. მაგრამ ხანდახან ხდება თავისებური წყალდიდობებიც; ერთ-ერთი მათგანის დროს, 1984 წელს, ახალზელანდიელი რაფტინგისტები დაეშვნენ კიდევაც მდინარეზე[1].
მდინარეში არ არსებობს თევზი, მაგრამ არსებობს მიკროორგანიზმები და წყალმცენარეები, რომელთა ყვავილობა შესამჩნევია. მდინარის გასწვრივ განთავსებულია მეტეოსადგურები, ხოლო მდინარის ხეობაში 1968 წლიდან 1995 წლამდე მდებარეობდა ახალზელანდიური სადგური ვანდა. საინტერესოა, რომ სადგურზე 1974 წლის 5 იანვარს დაფიქსირებულმა ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეადგინა +15 °C; ეს ალბათ მთელი ანტარქტიდის რეკორდია ტემპერატურაში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted