ონომატოპეა
იერსახე
ონომატოპეა (ბერძნ. όνομα „სახელი“ და ποιέω „ვაკეთებ, ვქმნი“) — ხმაბაძვით წარმოშობილი სიტყვა, ხმაბაძვითი სიტყვა.
ხმაბაძვა არის სამეტყველო ბგერებით ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის და სხვ.) მიახლოებითი გადმოცემა. ამის საფუძველზე შექმნილი სიტყვების რამდენიმე სახეობა განირჩევა მათი ფორმებისა და ფუნქციების მიხედვით:
- საკუთრივ ხმაბაძვა, ანუ ფორმაუცვლელი ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა (და არა აღნიშვნა): მაგ., ყიყლიყო, გუგუ, ტკაც.
- ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი.
- ხმაბაძვის საფუძველზე მოვლენებისა და არსებების (და არა მათი ხმიანობის) აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა.
ონომატოპეა სხვადასხვა ენაში
ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა სხვადასხვა ენაში ამ ენათა ბგერითი წყობის შესაბამისად. მაგალითად, მამლის ხმა სხვადასხვა ენაში გადმოიცემა შემდეგნაირად:
- ქართულში — ყიყლიყო
- არაბულში — კუკუ კუკუკუ
- ბულგარულში — კუკურიგუ (кукуригу)
- ფრანგულში — კოკორიკო (cocorico)
- ინგლისურში — კუკ ა დუდლ დუ (cock a doodle doo)
- გერმანულში — კიკერიკი (kikeriki)
- ბერძნულში — კიკირიკუ (κικιρίκου)
- უნგრულში კუკურიკუ (kukurikú)
- იტალიურში — კიკირიკი (chicchirichi)
- იაპონურში — კოკეკოკო (コケコッコー, kokekokko)
- პოლონურში — კუკურიკუ (kukuryku)
- რუსულში — კუკარეკუ (кукареку)
- ესპანურში — კიკირიკი (quiquiriquí) ან კოკორიკო (cocoricó)
- თურქულში — ჲუ-ჲურჲუ-ჲუ (ü-ürü-üüü [yʔyryʔyː])
- ფილიპინურში — ტიკტილაოკ (tiktilaok)
- ტამილურში — კაკარა-კო-კო (kokkara-ko-ko)
- ებრაულში — კუკუ რიკუ (קוקוריקו, kúku ríku)
ლიტერატურა
- ჯაფარიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 536.
- Smyth, Herbert Weir (1920). Greek Grammar. Cambridge MA: ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 680. ISBN 0-674-36250-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Derek Abbott's Animal Noise Page Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Over 300 Examples of Onomatopoeia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- BBC Radio 4 show discussing animal noises
- Tutorial on Drawing Onomatopoeia for Comics and Cartoons (using fonts) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- WrittenSound, onomatopoeic word list
- Examples of Onomatopeia