ოომიცეტები
იერსახე
ოომიცეტები (ლათ. Oomycetes) — უმდაბლესი სოკოების კლასი (ძველი კლასიფიკაციით ფიკომიცეტების ქვეკლასი). აქვთ კარგად განვითარებული ერთუჯრედიანი მრავალბირთვიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესი ოოგამიურია. ოომიცეტების უმდაბლესი ოომიცეტები უმეტესად წყლის საპროფიტებია, ზოგიერთი — პარაზიტი. უმაღლესი ოომიცეტები — ხმელეთის უმაღლესი მცენარეების პარაზიტები, მაგ., ლათ. Phytophthora infestans იწვევს კარტოფილის ფილოფთოროზს; ლათ. Plasmopara viticola — ვაზის ჭრაქს და ა. შ.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ივ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 539.