ორლეანის ხე
იერსახე
ორლეანის ხე (Bixa orellana) — მაღალი ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ბიქსასებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. ძველთაგანვე კულტივირებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც. ორლეანის ხის თესლისაგან მიღებული ნარინჯისფერი საღებავი ცნობილია ანატოს, ორლეანის და სხვა სახელით. საღებავს უმეტესად იყენებენ საკვები პროდუქტების შესაფერადებლად; ინდიელები ტანსაც იღებავდნენ. ორლეანის ხეს რგავენ აგრეთვე ცოცხალ ღობედ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 578.