შინაარსზე გადასვლა

ოსკარ ნიმეიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მიმართულება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მნიშვნელოვანი პროექტები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ოსკარ ნიმეიერი (Oscar Niemeyer, დ. 15 დეკემბერი, 1907, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია — გ. 5 დეკემბერი, 2012, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი არქიტექტორი, მოდერნისტული არქიტექტურის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

1934 წელს, რიო-დე-ჟანეიროში დაამთავრა „ესკოლა ნაციონალ დე ბელას არტეზი“. ამავე პერიოდში იგი შეუერთდა ბრაზილიელი არქიტექტორების ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობდნენ ლე კორბუზიესთან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი შენობის პროექტზე რიო-დე-ჟანეიროში. ამ პროექტზე ოსკარ ნიმეიერი ლუჩიო კოსტასთან და ლე კორბუზიესთან 1938 წლამდე მუშაობდა.

კორბუზიეს გავლენა ნიმეიერის ადრეულ ნამუშევრებზე აშკარაა. თუმცა მან თანდათან შექმნა საკუთარი თლილი ფორმები. მისმა სიმსუბუქემ შექმნა სივრცე რამაც არქიტექტურული სქემა გარდაქმნა რაღაც აქამდე უცნობში. ჰარმონიულობა, გრაციოზულობა და ელეგანტურობა, ნიმეიერის შემოქმედებას კარგად აღწერს ეს სიტყვები. ნიმეიერის შექმნილმა ადაპტაციებმა შესაძლებელი გახადა გამოცდილების ეფექტიანი გამოსახვა, რათა დაეკავშირებინა ბაროკოს ენა თანამედროვე არქიტექტურასთან. რაც განახორციელეს ცნობილმა მათემატიკოსებმამა ხუან კარტოზომ და იტალიელმა პიერ ლუიჯი ნერვიმ.

ბრაზილიის საკათედრო ტაძარი
ბრაზილიის ეროვნული კონგრესი

ჩაზნექილი და ამოზნექილი გუმბათები ბრაზილიის ეროვნული კონგრესის შენობაზე, სვეტები ალვორადასა და პლანალტოს სასახლეებზე, უაღრესად ორიგინალური თვისებებია. ოსკარ ნიმაიერმა წარმატებით შეაერთა მართკუთხა და სიმეტრიული პერსპექტივები ესპლანსისა და სამინისტროს აშენებით ჩუქურთმებისა შესაქმნელად, რკინაბეტონის გამოყენება და სწორი ხაზის ესტეთიური შესაძლებლობების საოცარი გამოყენება გარდაიქმნა ქარხნებში ცათამბრჯენებში საცხოვრებელ ზონებში თეატრებში ტაძრებში და სხვა. მათგან აღსანიშვნის ღირსია “obra do berco” “Estrada das Canoas”- რეზიდენცია რიო-დე-ჟანეიროში და “ Ibirapuera“-ს კომპლექსი სან-პაულუში.

1939 წელს ნიმეიერმა და კოსტამ შექმნეს ბრაზილიური პავილიონი, ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე. 1942 წლამდე შექმნილ შენობებზე ეტყობა ბრაზილიური ბაროკოს ზეგავლენა. მიუხედავად იმისა რომ ნიმეიერი ასოცირდება თავის მთავარ შედევრთან დედაქალაქ ბრაზილიასთან, მან ადრეული აღიარება მოიპოვა თავისი მასწავლებლისგან კორბუზიესგან, როდესაც ერთად მუშაობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ შენობაზე — გაეროს სათავო ოფისზე ნიუ-იორკში.

1950-იან წლებში მან დააპროექტა საავიაციო კვლევის ცენტრი სან-პაულუსთან, ევროპაში ნიმეიერმა შექმნა რენოს ოფისი საფრანგეთში და მონდადორის საგამომცემლო სახლი იტალიაში, მილანში.

1957 წლიდან 1959 წლამდე ოსკარ ნიმეიერი დაინიშნა კომპანია „ნოვა-კაპანის" არქიტექტურულ მრჩევლად. ეს კომპანია მუშაობდა ლუი კოსტას ბრაზილიის გეგმის განხორციელებაზე. შემდეგ წელს ნეიმერი ნოვა კაპანის მთავარი არქიტექტორი გახდა და ქმნიდა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის უმრავლესობას. ეს შენობები ხაზს უსვამდნენ თანამედროვე სიმბოლიზმის კრეატიულობას.

5 წლის შემდეგ, 1964 წელს კომუნისტურ პარტიასთან პოლიტიკურმა კავშირმა ნიმეიერი იაძულა საფრანგეთში გაქცეულიყო. სადაც შექმნა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შენობა. დიქტატურის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ბრაზილიაში, სადაც ასწავლიდა უნივერსიტეტში და ეწეოდა კერძო პრაქტიკას.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ოსკარ ნიმეიერი იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა ახალი კონცეფციები არქიტექტურაში, მისი დიზაინები გამოირჩევა არტისტული მოქნილობით, რომელიც დაფუძნებულია ლოგიკაზე და შინაარსზე.

ნიმეიერის წვდომა დიდი არქიტექტურისადმი, რომელიც დაკავშირებულია თავისი სამშობლოს ფესვებთან, გარდაიქმნა ახალ მოქნილ ფორმებში და შენობების ლირიციზმში, არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თავისი ცხოვრების მიღწევებისთვის მიღებული აქვს პრიცკერის პრემია.

ოსკარ ნიმეიერი განაგრძობს სამუშაო დაფაზე მუშაობას და ესალმება არქიტექტორებს მთელი მსოფლიოდან. მას სურს, რომ არქიტექტორებს შთააგონოს მგრძნობელობა ესთეტიურობისადმი, რამაც შეაძლებინა არქიტექტურული ფორმების მანიპულაციით სილამაზისკენ სწრაფვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted