ოსკარ შმერლინგი
ოსკარ შმერლინგი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ოსკარ შმერლინგი | |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | გერმანელი |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი (თარგი:ვმ-წყარო) — გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
ბიოგრაფია
სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან), მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში.[1][2]
1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.[2]
იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს.[1] დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „თავდადებულნი ქართველნი“, 1895; „იავნანამ რა ჰქმნა“, 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვა).[1]
1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი („მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“, კერძო კუთვნილება) და სხვა. შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს. ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. 1933 წელს აღინიშნა ოსკარ შმერლინგის მოღვაწეობის 40 წლისთავი.[2]
ლიტერატურა
- კარბელაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 13.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოსკარ შმერლინგი“ ვიკისაწყობში.
- ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“ — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ოსკარ შმერლინგი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 კარბელაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 13.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართულ პოლიტიკურ კარიკატურას სწორედ ოსკარ შმერლინგმა ჩაუყარა საფუძველი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted