პაატა გუგუშვილი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1905, კოდორი, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 თებერვალი, 1987, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).[1]
ბიოგრაფია
პაატა გუგუშვილი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს სოფელ კოდორში. 1917–23 წლებში სწავლობდა ფოთისა და ქუთაისის გიმნაზიებში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით. ლექციებს ისმენდა აგრეთვე სამართლისა და საქართველოს ისტორიის დარგებში, მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის სემინარებში, რომელთაც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს.
1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1974 წელს კი — აკადემიკოსად. 1973 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სოციალურ ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო საბჭოს.
დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში.
მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც იგი სამ ათეულ წელზე (1944-76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ამ ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, მნიშვნელოვანი პრობლემების დამუშავებაში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ინსტიტუტს 1991 წლიდან მიენიჭა გუგუშვილის სახელი. პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (1991), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2006)[2], ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2011).[2]
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავმჯდომარე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რჩეული ნაწერების თხზულებათა 12 ტომეულის, აგრეთვე ხუთტომეულის „ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთავარი რედაქტორი.
ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 50 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს.“ (I-VII ტომი, 1949-84), რომლის სამი წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წელს ეკონომიკის მეცნიერების დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის“ სტატუსით ჟურნალ „მაკრო-მიკროეკონომიკის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია).
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
პაატა გუგუშვილი გარდაიცვალა 1987 წლის 27 თებერვალს, 81 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.[3]
თხზულებები
- კარლ მარქსი გამომგონებლობის შესახებ, ტფ., 1935;
- საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში. მონოგრაფიები. ტ. 1-7, 1949-1984;
- ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და მეცნიერული თარგმნისათვის, თბ., 1952;
- თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ. თბ., მეცნიერება, 1966;
- აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. კრ-ში: ეკონომიკა, ტ. 5. თბ., მეცნიერება, 1973, გვ. 374-391
- გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., მეცნიერება, 1973;
- საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. თბ., მეცნიერება, 1973;
- О формировании семьи в аспекте воспроизводства населения. Доклад. Тб., Мецниереба, 1976. 52 с.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 289-290.
- პაატა გუგუშვილი (1905-1987), ბიობიბლიოგრაფია. „მეცნიერება“, თბ., 1988.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ პაატა გუგუშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2019.
- ↑ 2.0 2.1 თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. pgie.tsu.ge. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2019.
- ↑ პაატა გუგუშვილის მოკლე ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2019.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "Authority control".
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 1987
- ქართველი ეკონომისტები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- აბაშის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გუგუშვილები