პანეგირიკი
იერსახე
პანეგირიკი (ბერძნ. panegyrikos (logos) — სახოტბო (სიტყვა), ისტორიულ-რიტორიკული და ლიტერატურული ჟანრი. საჯაროდ წარმოთქმული სახოტბო სიტყვა. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. ტერმინი ჟანრის სახელწოდებად დამკვიდრდა რიტორ ისოკრატეს მიერ ათენის სადიდებელი „პანეგირიკის“ გამოქვეყნების შემდეგ (ძვ. წ. დაახლ. 380). პანეგირიკის შესახებ წერდა ციცერონი (ძვ. წ. I საუკუნე). პანეგირიკი უხვადაა შუა საუკუეების ქართულ საკარო პოეზიაში. სამგლოვიარო პანეგირიკის საუკეთესო ნიმუშია სოლომონ ლიონიძის სიტყვა ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე. პანეგირიკის თანამედროვე მნიშვნელობაა ვისიმე დაუმსახურებელი, გაზვიადებული ქება-დიდება.
ლიტერატურა
- თავდიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 661, თბ., 1984
რესურსები ინტერნეტში
- სოლომონ ლიონიძის სიტყვა მეფის ერეკლეს დასაფლავების დღე, 22 თაბერვალი, 1798 წ. მცხეთის საკათალიკოზო ტაძარში. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted