პერსევსის მკლავი
პერსევსის მკლავი — გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთ-ერთი სპირალური მკლავი ორი ძირითადი მკლავიდან. მეორეა ფარი-კენტავრის მკლავი. პერსევსის მკლავი იწყება ირმის ნახტომის პერიფერიული დასასრულიდან.[1] ადრე მიიჩნეოდა, რომ იგი მზის სისტემიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალური დაშორება ჩვენგან 6400 სინათლის წელია.[2]
ირმის ნახტომი შემოსაზღვრული სპირალური გალაქტიკაა ორი ძირითადი მკლავითა და რამდენიმე მცირე დეზით.[1] პერსევსის მკლავის რადიუსი დაახლოებით 10,7 კილოპარსეკია და მდებარეობს გედისა და მშვილდოსნის მკლავებს შორის.[1] სახელი ეწოდა პერსევსის თანავარსკვავედისგან, რომლის მიმართულებითაც ის დედამიწიდან ჩანს.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი ადგილობრივი რეგიონი, რომელშიც მზის სისტემა მდებარეობს, ორიონი-გედის მკლავის სახელითაა ცნობილი, უშუალოდ პერსევსის მკლავშია განთავსებული.[1]
პერსევსის სპირალური მკლავი შეიცავს მესიეს რამდენიმე ობიექტს:
- კიბორჩხალსახის ნისლეული
- ღია ვარსკვლავთგროვა M36
- ღია ვარსკვლავთგროვა M37
- ღია ვარსკვლავთგროვა M38
- ღია ვარსკვლავთგროვა M52
- ღია ვარსკვლავთგროვა M103
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted