პერსეპოლისი (საფეხბურთო კლუბი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ფაილი:FC Persepolis Official Logo.png | ||||
სრული სახელი |
სპარს. باشگاه فوتبال پرسپولیس ინგლ. Persepolis Tehran Football Club საფეხბურთო კლუბი პერსეპოლისი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
წითლები (სპარს. سرخ ها), წითელი არმია (სპარს. ارتش سرخ) | |||
დაარსდა | დეკემბერი, 1963 | |||
სტადიონი |
აზადი, თეირანი, ირანი (ტევადობა: 78 116 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ირანის დროშა ჯაფარ სამიეი | |||
მწვრთნელი | ირანის დროშა იაჰია გოლმოჰამადი | |||
ლიგა | სპარსეთის ყურის პრო ლიგა | |||
2022–23 | მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
პერსეპოლისი (სპარს. باشگاه فوتبال پرسپولیس) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან. ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში.
ისტორია
საფეხბურთო კლუბ „პერსეპოლისის“ ისტორია სათავეს 1963 წლის დეკემბრიდან იღებს. მისი დამფუძნებელი იყო ირანელი მოკრივე ალი აბდო (სპარს. علی عبده), რომელიც კლუბს 1963–1975 წლებში ედგა სათავეში. 1968 წლიდან „პერსეპოლისი“ ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კლუბად ითვლება: არის ქვეყნის ცამეტგზის ჩემპიონი და ცხრაგზის ვიცე-ჩემპიონი, ჰაზფის თასის ექვსგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, აზიის თასების მფლობელთა თასის მფლობელი და ფინალისტი, ასევე აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი. 2020 წლის 13 იანვრიდან კლუბის მთავარი მწვრთნელია იაჰია გოლმოჰამადი.[1][2][3][4]
მიღწევები
- ირანის დროშა ირანის ჩემპიონატი
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩემპიონი (15): 1971–72, 1973–74, 1975–76, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2007–08, 2016–17, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020/21, 2022/23
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიცე-ჩემპიონი (10): 1974–75, 1976–77, 1977–78, 1989–90, 1992–93, 1993–94, 2000–01, 2013–14, 2015–16, 2021–22
- ირანის დროშა ჰაზფის თასი
- ფაილი:Cup Winner.png თასის მფლობელი (6): 1987–88, 1991–92, 1998–99, 2009–10, 2010–11, 2018–19
- ფინალისტი (2): 2005–06, 2012–13
- ირანის სუპერთასი
- ფაილი:Cup Winner.png თასის მფლობელი (3): 2017, 2018, 2019
- აზიის თასების მფლობელთა თასი
- ფაილი:Cup Winner.png თასის მფლობელი (1): 1990–91
- ფინალისტი (1): 1992–93
- ფინალისტი (2): 2018, 2020
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Yahya Golmohammadi named Persepolis head coach. AFC Champions League. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021.
- ↑ Yahya Golmohammadi happy to return to Persepolis. Tehran Times. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
- ↑ Yahya Golmohammadi named Persepolis coach. Tehran Times. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
- ↑ Yahya Golmohammadi. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted