პირველი დასი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პირველი დასი, XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი, ჰუმანისტურ დემოკრატიული მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები რევოლუციურ-დემოკრატიული და უტოპიურ სოციალისტური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ ჟურნალ-გაზეთებში („საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“ და სხვა).
პირველდასელთაგან ზოგი საზოგადოებრივ ასპარიზზე გამოჩნდა უკვე 1861 წელს „ცისკრის“ ფურცლებზე. პირველდასელები მეორედასელ რადიკალ-დემოკრატებთან და ხალხოსნებთან ერთად შეადგენდნენ რევოლიცურ დემოკრატიულ ბანაკს, ოღონდ მათგან რამდენიმე განსხვავებული თვალსაზრისით უდგებოდნენ ეროვნულ-სოციალურ და საკაცობრიო პრობლემებს, იბრძოდნენ ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ.
პირველი დასს მეთაურობდა ილია ჭავჭავაძე, რომელთანაც ახლო იდგნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, უფრო გვიან — ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვები.
ლიტერატურა
- გაფრინდაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 72—73.
wikistub | ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |