პირველკლასელის ძეგლი
პირველკლასელის ძეგლი რუს. Памятник первокласснику | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გიმნაზია № 36 და მის წინ პირვეკლასელი ბიჭის ძეგლი | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ანა ნიკოლაევა |
გახსნის თარიღი | 2011 |
პირველკლასელის ძეგლი (რუს. Памятник первокласснику) — ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, გიმნაზია № 36-ის შენობის წინ[1].
მისამართი: დონის როსტოვი, ლენინის რაიონი, მაქსიმ გორკის ქუჩა, № 115.
ისტორია
ძეგლის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ლენინის რაიონის ხელმძღვანელს სერგეი სუხარიევს[2]. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სურს საბოლოო ქანდაკება ჰგავდეს ბიჭს ზღაპრიდან „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“[3].
ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა კონკურსი 7-9 კლასის მოსწავლეებს შორის ძეგლის საუკეთესო ესკიზისათვის. სულ წარმოადგინეს 10 ესკიზი და გამარჯვებულიც ამ ათს შორის უნდა აერჩიათ. გამარჯვებული გახდა გიმნაზია № 36-ის მეცხრე-ბ კლასის მოსწავლე ანა ნიკოლაევა[4]. ძეგლის დასადგმელი თანხა გაიღეს სპონსორებმა[4], ხოლო მოქანდაკედ აირჩიეს დიმიტრი ლინდინი[2]. მან მოსწავლის ფანქრით შესრულებული ესკიზიდან შექმნა ძეგლი. ძეგლის შექმნა წეიწადნახევარი გრძელდებოდა[2].
გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა 2011 წლის 1 სექტემბერს, ცოდნის დღესასწაულზე. ძეგლის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ქალაქის მერი ანატლი ჩერნიშევი.
აღწერა
ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისისიმაღლეა სულ ორი მეტრი[2]. ძეგლი, ეს არის პირველკლასელი ბიჭუნა სკოლის ფორმაში, რომელიც ზის გლობუსზე და ხელში უჭირავს წიგნი[2].
სქოლიო
- ↑ 1 сентября в Ростове-на-Дону откроют памятник первокласснику. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 В Ростове-на-Дону открыли памятник первокласснику
- ↑ В День знаний в Ростове откроют памятник первокласснику. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
- ↑ 4.0 4.1 В Ростове-на-Дону открыли памятник первокласснику//Российская газета
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted