პლანულა
იერსახე
პლანულა — ნაწლავღრუიანთა განვითარების ერთ-ერთი სტადია. აქვთ ოვალური, წაგრძელებული ან ჭიისებრი სხეული, რომელიც, შედგება 2 შრისაგან: ექტოდერმა, წარმოდგენილი შოლტიანი უჯრედებით, რომელთა შორის განლაგებულია ეპითელურ-კუნთოვანი ნერვული და მსუსხავი უჯრედები და ენტოდერმა, რომელიც შემოსაზღვრავს ნაწლავის ღრუს.
პლანულა ჯერ წყალში ცურავს, შემდეგ ფსკერს ემაგრება და გადადის პოლიპის სტადიაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 99.