პომპეი
პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 829 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
პომპეი (ლათ. Pompeii) — ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში.
ქალაქი აღმოაჩინეს 1748 წელს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტემატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო იტალიელი ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.
1997 წელს, ქალაქის ნაშთები ჰერკულანუმთან და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ისტორია
ბოლო გათხრებმა აჩვენა, რომ პირველ ათასწლეულში არსებობდა დასახლებასთან ახლოს ქალაქი ნორეა ძვ. წ. VII საუკუნეში. ახალ დასახლება პომპეიში დაფუძნდა ძვ. წ. VI საუკუნეში. ბაზის სახელი იყო რუტრე. გარკვეული დროით პომპეი ეკუთვნოდა კუმას, VI საუკუნის დასასრულს ეტრუსკების გავლენის ზემოქმედების ქვეშ არიან და შედის ქალაქების კავშირში რომელსაც სათავეში უდგას ქალაქი კაპუია. ამის გამო ააშენეს დორიული ტაძარი, ბერძნული ღმერთების პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Pompeii, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- პომპეის ოფიციალური საიტი
- Forum of Pompeii Digital Media Archive Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- რა არის რა: ჩაძირული ქალაქები. ტომი 22. - თბ., 2008.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 829 ინგლ. • რუს. • ფრ. |