პორტალი:ახალი ამბები/2009 ივლისი 24
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ჩინეთში გაყინული სპერმის გამოყენებით, ხელოვნური განაყოფიერების გზით პირველი ბამბუკის დათვი გაჩნდა. (BBC) (The Irish Times) (The Washington Post) (Xinhua)
- 6 ადამიანი დაიღუპა ხორვატიაში ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, რომელიც ზაგრებიდან სპლიტში მიემართებოდა. (AP via Google News)
- 20 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად დონის როსტოვის სიახლოვეს, რუსეთი. (BBC)
- ტყის ხანძარმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში 6 მეხანძრის სიცოცხლე შეიწირა. (Sky News)
- არია ეარის რეისი 1525 მაშხადში ჩამოვარდა, შედეგად 153 ბორტზე მყოფთაგან 17 დაიღუპა და 19 დაშავდა. (BBC)
- კანარის დიდი ტელესკოპი, მსოფლიოს უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი, საზეიმოდ გახსნა ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა. (The New York Times)
- ინდონეზიის პრეზიდენტი, სუსილო ბამბანგ იუდოიონო, გამარჯვებულად გამოცხადდა ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნებში. (AP via Google News)
|}