პორტალი:ახალი ამბები/2009 მაისი 26
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ჩინეთის უმაღლესი ხელისუფალი ჰუ ძინტაო და ტაივანის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარე ვუ პო-ჰსიუნგი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ სრუტის გადაღმა ურთიერთობების განსახილველად. (Xinhua)
- ჩრდილოეთ კორეამ დამატებით 2 რაკეტა გამოცადა. (BBC)
- აუნ სან სუ ჭის სასამართლო პროცესი:
- დემოკრატიის ეროვნული ლიგის გენერალურმა მდივანმა ჩვენება მისცა მიანმარში. (Reuters)
- აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის დე ფაქტო მთავრობას სუ ჭის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებისკენ. (BBC) (RTÉ)
- სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა შემცირდა 6.4%-ით 2009 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში და შედეგად დაეწყო რეცესია. (BBC)
- იანვარში მომხდარმა საჰაერო იერიშმა ხალხის გადამყვან კონვოიზე სუდანში, 119 ადამიანი იმსხვერპლა, გამოძიება დღემდე გრძელდება. (BBC)
- თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა კაპისაში, ავღანეთი. (BBC)
- შვედეთის ფლოტმა დააკავა 7 სომალელი მეკობრე როდესაც ისინი ცდილობდნენ ბერძნული] გემის გატაცებას. (Radio Netherlands)
- ნიგერიის პრეზიდენტმა ტანჯა მამადუმ დაითხოვა ეროვნული კრება. (Reuters)
- არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა ეროვნულ სტადიონზე. საღამოს მომიტინგეებმა, ლიდერთა ერთი ნაწილის გეგმით, 3 სთ-ით თბილისის ცენტრალურ სადგურთან რკინიგზა გადაკეტეს. (1 არხი), (Civil.Ge), [1]
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გაიხსნა. (1 არხი)
|}