პორტალი:ახალი ამბები/2009 მარტი 19
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ოკეანეთში კუნძულ ტონგატაპუს სიახლოვეს, ტონგა, წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რასაც წინ უძღვოდა 7.9 სიმძლავრის მიწისძვრა. (The Times) (MSNBC)
- ნამიბიაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, მას მერე რაც წყალდიდობამ 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლპა. (BBC)
- მადაგასკარის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. (AFP)
- აზერბაიჯანში გამართული რეფერენდუმის შედეგებით, მიიღეს საკონსტიტუციო ჩასწორება, რომლის ძალითაც ერთსა და იმავე პირს ზედიზედ შეუძლია მრავალჯერ იყაროს კენჭი ქვეყნის პრეზიდენტად. (BBC)
- 73 წლის იოზეფ ფრითცლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. (BBC)
- გაერთიანებული სამეფო ვიზებზე გადასახადის მომატებას აპირებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად. (BBC)
- საფრანგეთის 200-მდე ქალაქში საყოველთაო გაფიცვა მოეწყო; მომიტინგეებმა გააპროტესტეს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უმუშევრობის პრევენციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. (BBC)
- ჩრდილოეთ კორეის მესაზღვრეებმა ჩინეთის საზღვარზე ამერიკელი ჟურნალისტები დააკავეს. (BBC)
|}