პორტალი:ახალი ამბები/2010 ნოემბერი 30
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- საფრანგეთში 71 წლის პენსიონერთან პაბლო პიკასოს აქამდე უცნობი 300-მდე ნამუშევარი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო ღირებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. (რადიო თავისუფლება)
- გარდაიცვალა ბელა ახმადულინა - ცნობილი რუსი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. ახმადულინა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვთან მდებარე პერედელკინოში. იყო ავტორი ლექსების კრებულისა „სიზმრები საქართველოზე“. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის და სხვა ქართველი პოეტების ნაწარმოებების თარგმანები. (რადიო თავისუფლება)
- პაკისტანში ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა, 17 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ პოლიციის მიკროავტობუსთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ბანუში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. (რადიო თავისუფლება)
|}