პორტალი:ახალი ამბები/2011 ოქტომბერი 6
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში, მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. მას მინიჭებული აქვს საპატიო თბილისელის წოდება. ოთარ რამიშვილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. (1 არხი)
- თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ თბილისში 7 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. ამ თხოვნით თბილისის მერიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა. ადმინისტრაციამ დედაქალაქის მერიის თხოვნა დააკმაყოფილა და 7 ოქტომბერი ერთჯერადად უქმე დღედ გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე და მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე Facebook-ში. (1 არხი)
- ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა შვედ პოეტს, ტომას ტრანსტრომერს (რადიო თავისუფლება).
|}