პორტალი:ბოტანიკა/იცოდით
იერსახე
თარგი:პორტალი:სახვითი ხელოვნება/ბოქსი
- ...ლეგენდა ნარცისზე მოგვითხრობს, რომ ეს მშვენიერი ყმაწვილი მდინარის პირას გარდაიცვალა, ვინაიდან საკუთარ გამოსახულებას მზერა ვერ მოაშორა. მისი დაღუპვის ადგილას ამოვიდა ულამაზესი ყვავილი - ნარგიზი (Narcissus, სურათზე). აქედან მომდინარეობს ტერმინი ნარცისიზმი...
- ...წარმართებში გირჩა ნაყოფიერების სიმბოლო იყო. ძველბერძნული მითების გმირს დიონისეს მსახური მენადები გირჩებით მორთული ტირსებით დაყვებოდნენ...
- ...ვარდის მეჩეთს სტამბოლში სახელი კონსტანტინოპოლის დაცემის დღეს ტაძრის ვარდებით მორთვის გამო დაარქვეს...
- ...ყავის ყველაზე ძვირფასი ჯიში Bourbon pointu, რომელიც კილოგრამი 459 ევრო ღირს (2007 წელს), კუნძულ რეიუნიონზე მოჰყავთ...
- ...ფოთლების ფერისცვალება შემოდგომაზე მათში მწვანე პიგმენტი ქლოროფილის შემცველობის შემცირების გამო ხდება...