პორტალი:ომი/ამ დღეს/7 იანვარი
იერსახე
- 1558 : საფრანგეთმა ინგლისს კონტინენტზე ამ უკანასკნელის ბოლო სამფლობელო, კალე, წაართვა.
- 1598 : ბორის გოდუნოვმა რუსეთის სამეფო ტახტი ჩაიგდო ხელთ.
- 1935 : მეორე მსოფლიო ომი: ბენიტო მუსოლინიმ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიერ ლავალმა რომში ხელი მოაწერეს საფრანგეთსა და იტალიას შორის დადებულ ხელშეკრულებას.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი: ბატაანის ნახევარკუნძულის ალყა დაიწყო.
- 1953 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი (სურათზე) აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წყალბადის ბომბს ფლობს.
- 1959 : აშშ-მა ცნო კუბის ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს მეთაურობით.
- 1979 : ვიეტნამის ჯარებმა კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმი დაამხეს.