პურიზმი (ფერწერა)
იერსახე
პურიზმი (ფრ. pur — სუფთა) —— მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში (1910-20 წწ დასასრული). დამაარსებელნი და მთავარი წარმომადგენლები არიან ა. ოზანფანი და შ.ე. შანერე (ლე კორბუზიე). პურიზმის მიმდევრებმა უარყვეს 10-იანი წლების კუბიზმისათვის დამახასიათებელი ნატურის დეფორმირებული დეკორატიული ტენდენციები. ისწრაფოდნენ რაციონალიზმისაკენ. პურისტების ნამუშევრებში ხაზგასმულია სიბრტყითობა, ნარნარი რიტმიკა, საგანთა ნახევრად გამჭვირვალე სილუეტები და კონტურული მოხაზულობა (ერთი ტიპის დოქები, ჭიქები და ა.შ.). პურიზმი დაზგურ ფერწერაში არ განვითარდა; გამოყენება ჰპოვა თანამედროვე არქიტექტურაში. განსაკუთრებით ლე კორბუზიეს მიერ შექმნილ შენობებში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VIII, გვ. 232, თბ., 1984 წელი.