პური (ქალაქი)
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/WikiprojectIndiacities_puri.png/250px-WikiprojectIndiacities_puri.png)
პური (ჰინდი: पुरी purī) — ქალაქი აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ორისაში. ქალაქი განთქმულია აქ მდებარე ჯაგანნათის ტაძრით, რომელიც გვიანდელ მეთერთმეტე საუკუნეში აშენდა. პური ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს ბენგალის ყურის სანაპიროზე და პოპულარული საზღვაო კურორტია.