პუტჩი
პუტჩი (გერმ. Putsch) — მთავრობის უეცარი გადაგდება სამხედრო ძალით, როგორც წესი, განხორციელებული მცირე, შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლის პოლიტიკურ სისტემას.
გერმანული ტერმინი „პუტჩი“ პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).
ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.
პუტჩი ტიპურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში „პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო“: „პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად“. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არალეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად.
მიმდინარე ლიდერები ვინც პუტჩით მოვიდნენ ხელისუფლებაში
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Curzio Malaparte, Technique du Coup d'État (Published in French), Paris, 1931
- S.E. Finer, The Man on Horseback: The Role of the Military in Politics, Pall Mall Press, London, 1962. p. 98.
- D. J. Goodspeed, Six Coups d'État, Viking Press inc., New-York, 1962
- Edward Luttwak, Coup d'état: A practical handbook, Harvard University Press, 1969, 1980. ISBN 0-674-17547-6
- Ken Connor and David Hebditch, How to Stage a Military Coup: From Planning to Execution Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Pen and Sword Books Ltd, 2008, ISBN 978-1-84832-503-6
რესურსები ინტერნეტში
- McGowan, Patrick. 2005. “Coups and Conflict in West Africa, 1955–2004: Part I, Theoretical Perspectives.” Armed Forces & Society, vol. 32: pp. 5–23.
- McGowan, Patrick. 2006. “Coups and Conflict in West Africa, 1955–2004: Part II, Empirical Findings.” Armed Forces & Society, vol. 32: pp. 234–253.
- Beeson, Mark. 2008. “Civil-Military Relations in Indonesia and the Philippines: Will the Thai Coup Prove Contagious?” Armed Forces & Society, vol. 34: pp. 474–490.
- N'Diaye, Boubacar. 2002. “How Not to Institutionalize Civilian Control: Kenya's Coup Prevention Strategies, 1964–1997.” Armed Forces & Society, vol. 28: pp. 619–640