ჟრუნი
იერსახე
ჟრუნი (ლათ. Tetrastes bonasia) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35-37 სმ, მასა 350-500 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. მობინადრე ფრინველია. ჟრუნები ცხოვრობენ წყვილებად. საკვების ძებნაში მოკლე მანძილზე ნომადობენ. ბუდეს მიწაზე იკეთებენ. დედალი დებს 6-10 კვერცხს. იკვებებიან მცენარეთა მწვანე ნაწილებით — კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, თესლებით, უფრო იშვიათად — მწერებით. ზამთარში ჟრუნი ღამეს თოვლში ათევს. სარეწაო ფრინველია.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 257.