შინაარსზე გადასვლა

ჟუან პედრუ და სილვა პერეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟუან პერეირა (პორტუგალიელი ფეხბურთელი))

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჟუან პედრუ და სილვა პერეირა (დ. 25 თებერვალი, 1984; ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ტრაბზონსფორში“, მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2010-2014 წლებში თამაშობდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებში.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ევროპის და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

საკლუბო კარიერა

ბენფიკა

ჟუან პერეირამ კარიერა დაიწყო „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდებში. მთავარ კლუბში პირველად გამოჩნდა 2003 წლის 17 აგვისტოს „ბოავიშტასთან“ 0-0 დასრულებულ მატჩში. სადებიუტო სეზონი დაასრულა 25 მატჩით, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

2005 წელს ის იყო კლუბის საჩემპიონატო განაცხადში, მაგრამ რონალდ კუმანმა ის B გუნდში გადაიყვანა. 2006 წელს ის მიჰყიდეს „ჟილ-ვისენტეს“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ.

ბრაგა

2007-2008 წლების სეზონში პერეირა გადავიდა „ბრაგაში“. მან დაიწყო თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ლუიშ ფელიპე გადავიდა სხვა პოზიციაზე.[1]

კლუბში გატარებულ ორ სეზონში მან მოაგროვა 18 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

სპორტინგი

2009 წლის 22 დეკემბერს პერეირა გადავიდა ლისაბონის „სპორტინგში“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[2]

2010-2011 წლების სეზონში პერეირამ კლუბში ითამაშა როგორც ნახევარმცველის, ასევე მცველის პოზიციაზე.

ვალენსია

2012 წლის 24 მაისს პერეირამ კონტრაქტი გააფორმა ლა ლიგის კლუბ „ვალენსიასთან“. ტრანსფერის ფასმა შეადგინა 3,6 მილიონი ევრო და გაფორმდა 3+1 წლიანი კონტრაქტი.[3] მისი დებიუტი კლუბში შედგა 19 აგვისტოს, „მადრიდის რეალთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.[4]

ტიტულები

ბენფიკა
ბრაგა
სპორტინგი

სანაკრებო კარიერა

პერეირა ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2010 წლის ოქტომბერში. მისი დებიუტი შედგა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიასთან. 2014 წელს პერეირამ დაასრულა სანაკრებო კარიერა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Benfica brings in Braga fullback; UEFA.com, 2 აგვისტო, 2007
  2. El Valencia confirma el fichaje de Joao Pereira (Valencia confirms Joao Pereira signing); Marca, 24 May 2012 (ესპანური)
  3. El Valencia confirma el fichaje de Joao Pereira (Valencia confirms Joao Pereira signing); Marca, 24 May 2012 (ესპანური)
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted