შინაარსზე გადასვლა

რეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

რეა
[[ფაილი:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|250პქ]]

მითოლოგია: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სხვა კულტურებში: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქესი: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გავლენის სფერო: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
და-ძმა: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილები: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რეა — უფროსი ტიტანიდა. ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის და და მეუღლე. კრონიდების: ჰესტიას, დემეტრას, ჰერას, ჰადესის, პოსეიდონის და ზევსის დედა.

ეტიმოლოგია

რეა ნიშნავს „ნაკადს“ და „უშუალობას“, ასევე მოიხსენიება „დიდ დედად“. რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწყვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.

მითოლოგია

გეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.

ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი ურანოსის და გეას რჩევით საიმედოდ გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები[1] (ქურუმები) იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, რეამ კანიბალი მამისაგან ასევე გადაარჩინა პოსეიდონი. მან გადამალა იგი ცხვრებში, ხოლო კრონოსს გადააყლაპა კვიცი.

ტიტანების და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა აღსაზრდელად თავის და-ძმას ტეთისს და ოკეანოსს დაუტოვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ტიტანომაქიაში.

კულტი

რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კუნძული კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურეტები ბავშვის ყოველ წამოყვირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ტეხდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მითის წარმოშობა რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულებით, სამხედრო თამაშობებით და ფარებზე ხმლების ცემით აიხსნება.

მოგვიანებით რეას კულტი რომშიც გავრცელდა, იქ მას დიდი დედა შეარქვეს. ხეთაგან რეა-კიბელეს შესწირეს მუხა და ნაძვი, მისი მუდმივი თანამგზავრი კი ცხოველთაგან ლომი გახდა. რეას ატრიბუტად ითვლებოდა ტიმპანი (ბერძ. τύμπανον, ლათ. tympanum).

იკონოგრაფია

ფაილი:Pergamonmuseum - Antikensammlung - Pergamonaltar 37.JPG
ლომზე ამხედრებული რეა, პერგამონის საკურთხეველი, პერგამონის მუზეუმი, ბერლინი.
ფაილი:Rhea MKL1888.png
რეა-კიბელე, მარმარილოს რელიეფური ნახატი (1888).

ყველაზე ხშირად რეა-კიბელე მჯდომარე გამოისახებოდა. ბერძნულ მითოლოგიაში რეა-კიბელეს არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი ტაძარი და ჩვეულებრივ კრონოსთან და ზევსთან ერთად გამოისახებოდა. ათენში რეასა და მისი ქმრის, კრონოსის პატივსაცემად ე. წ. კრონიები იმართებოდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • რეა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ბიბლიოვიკი.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Apolodoro de Atenas: Biblioteca mitológica, I, 1 - 5 (Urano se deshace de sus primeros hijos, y Gea persuade a los siguientes de que lo derroquen).
  • I, 1 - 7: texto francés, con índice electrónico.

სქოლიო

  1. კურეტები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=რეა&oldid=4383“-დან