რეტის ალპები
რეტის ალპები | |
---|---|
პიკი ბერნინა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | იტალია შვეიცარიის დროშა შვეიცარია ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი ავსტრიის დროშა ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | ბერნინა |
სიმაღლე | 4049 მ |
სიგრძე | 140 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რეტის ალპები (იტალ. Alpi Retiche; გერმ. Rätische Alpen) — აღმოსავლეთი ალპების ნაწილი იტალიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და ავსტრიაში. შეჭრილია იტალიის ლომბარდიისა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონებში, შვეიცარიის ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის კანტონებში და ავსტრიის ფორარლბერგისა და ტიროლის ტერიტორიებზე. ვრცელდება შპლიუგენისა და რეზიის უღელტეხილებს შორის. სიგრძე 140 კმ. სიმაღლე 4049 მ-მდე (პიკი ბერნინა). გადაკვეთილია მრავალი ხეობით. რეტის ალპებიდან სათავეს იღებენ მდინარეები ადა და ინი. უმთავრესად აგებულია კირქვებით, მერგელებით, დოლომიტებითა და კრისტალური ქანებით. ჭარბობს ალპური ტიპის რელიეფი.
მოიცავს იზოლირებულ ორტლერის, ადამელოსა და ბერნინის მასივებს. ფლორა და ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. 800 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, 2250 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყით, 2700 მ-მდე სუბალპური და ალპური მდლოები ბუჩქნარია, უფრო მაღლა — მუდმივი თოვლი და მყინვარები. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს შვეიცარიის ეროვნული პარკი. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- რეტის ალპები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- რეტის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)