შინაარსზე გადასვლა

რომან იაკიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან იაკიჩი, 2013

რომან იაკიჩი (დ. 1967, ლიუბლიანა) — სლოვენი პოლიტიკოსი. სლოვენიის თავდაცვის მინისტრი 2013 წლიდან.

ბიოგრაფია

რომან იაკიჩი დაიბადა 1967 წელს ლიუბლიანაში, იუგოსლავია. 1990 წელს დაამთავრა ლიუბლიანას უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. მალევე შევიდა პოლიტიკურ პარტიაში სლოვენიის ლიბერალური დემოკრატია. 2000–2004 წლებში იყო სლოვენიის ეროვნული ასამბლეის წევრი. იაკიჩმა ამის შემდეგ სპორტულ სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა დროს იყო სლოვენიის ოლიმპიური კომპიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სლოვენიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სლოვენიის პარალიმპიური კომიტეტის თავკაცი. 2011 წელს კვლავ აირჩიეს ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში. 2013 წლიდან სლოვენიის თავდაცვის მინისტრია.

რესურსები ინტერნეტში