შინაარსზე გადასვლა

რუბიკის კუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
რუბიკის კუბის ერთ-ერთი ღერძის ბრუნება

რუბიკის კუბი (თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „მაგიური კუბიუნგრ. Bűvös kocka) — მექანიკური თავსატეხი, გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს, დააპატენტა ერთი წლის შემდეგ.

თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. კუბის ყოველ მხარეს ცხრა კვადრატიდან თითო შეღებილია ექვსი ფერიდან ერთ რომელიმე ფრად და განთავსებულია წყვილად ერთი მეორის საპირისპიროდ: თეთრი-ყვითელი, ლურჯი-მწვანე, წითელი-ნარინჯისფერი. კუბის მხარეების ბრუნებით შეიძლება ფერადი კვადრატების სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს.

2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 350 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული[1][2]. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი იყო[3][4].

2018 წლის მონაცემებით მსოფლიო რეკორდი მის აწყობაში ჩინელმა იუიშენ დუმ (Script error: No such module "Lang-zh".) დაამყარა (3,47 წამი).[5]

რესურსები ინტერენეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. რეი მარშალი. Squaring up to the Rubchallenge. icNewcastle.
  5. მსოფლიო რეკორდების ცხრილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04. ციტირების თარიღი: 2018-11-29.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted