საგა (ლიტერატურა)
იერსახე
საგა (ძვ. სკანდ. saga < segja - თხრობა), 1. ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ეპიკური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს ისტორიული და საყოფაცხოვრებო რეალიზმი, ფსიქოლოგიზმი, თხრობის მშვიდი კილო, ეპოსისათვის დამახასიათებელი სიუჟეტური სიმარტივე. წერილობითი სახით გაჩნდა XII საუკუნის II ნახევარში. 2. XIX-XX საუკუნეებში ჩრდილოეთ ევროპის ლიტერატურაში ზოგიერთი დიდტანიანი პროზაული ნაწარმოების სახელწოდება. მიანიშნებს ამ ფორმის ნაწარმოებთათვის დამახასიათებელ თვისებებზე.
რესურსები ინტერნეტში
- ისლანდიური საგების ბაზა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ძველ სკანდინავიური პროზა და პოეზია
- The Netútgáfan - ისლანდიური საგები