სავარცხელა
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
სავარცხელა (ლათ. Erodium) — მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახებია. ფრთისებრი ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები აქვთ.
80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში 5 სახეობაა, მათგან1 (ლათ. Erodium anthemifolium) კავკასიის ენდემია. ჩვენში სავარცხელა იზრდება გზის პირებზე, ბალახოვან ფერდობებზე, უროიანებსა და ყანებში, ღორღიან ადგილებსა და მშრალ მდელოებზე. მთისწინებიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე.
მისი მწვანე ნაყოფის საგდულები ქვედა ნაწილში სპირალურად იგრიხება, ტენიან ამინდში კი იშლება და მიწაში ეფლობა.
სურათები
-
-
-
Erodium lebelii
-
Erodium glandulosum
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 638.